მაურიციო სარი: ვისაც ფეხბურთი უყვარს, "იუვენტუსის" თამაში შეურაცხყოფას აყენებს

AutoSharing Option
სერია A-ს მე-15 ტურში "იუვენტუსთან" წაგებულ მატჩზე "ნაპოლის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ  Corriere del Mezzogiorno-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა:

"მოგვიგეს, დიახ, მაგრამ დებიუტში გატანილი გოლის წყალობით. ამის შემდეგ სულ თავს იცავდნენ და ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდნენ. ესპანეთში ასეთ გამარჯვებას არ იზეიმებდნენ.

ვისაც ფეხბურთი უყვარს, მსგავსი თამაში მხოლოდ შეურაცხმყოფელი შეიძლება იყოს. "იუვეს" ყველაფერი აქვს იმისათვის, რათა შესანიშნავი გუნდი იყოს და 70 წუთი თავი არ დაიცვას".