ჯანლუიჯი ბუფონი: თუ ნაკრებს დავჭირდი, 60 წლის ასაკშიც დავბრუნდები

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" 39 წლის მეკარემ ჯიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ თამაშის სურვილი არ დაუკარგავს და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება სანაკრებო კარიერა განაახლოს:

"განსაზღრულ ასაკს მივაღწიე, ამიტომ პაუზის აღებაა აუცილებელი. თუმცა, თუ იტალიას გოლკიპერი არ ეყოლება და მთხოვენ, 60 წლის ასაკშიც დავბრუნდები".

როგორც იცით, სკუადრა აძურას უმუნდიალოდ დარჩენის შემდეგ ბუფონმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, ზაფხულში კი თამაშს თავს დაანებებს.
ასევე დაგაინტერესებთ