"პარმა" ძველი დიდების დასაბრუნებლად ემზადება

AutoSharing Option
იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი "პარმა" 2015 წელს სერია B-ში გავარდა, ბანკროტად გამოცხადების გამო სერია D-ში დააქვეითეს, ახლა სერია B-ში მე-5 ადგილზეა და სერია A-ში დაბრუნებას გეგმავს.

კლუბის აქციების 60% ჩინურმა კომპანია Desports Group -მა შეიძინა, 30% ადგილობრივ ფირმა Nuovo Inizio-ს ეკუთვნის, ხოლო 10% გულშემატკივრებს.

"პარმას" ახალმა პრეზიდენტმა ცზიან ლიჯანმა განაცხადა, რომ რევოლუციურ ცვლილებებს არ გეგმავს, პროექტზე ერთად იმუშავებენ, გუნდი დაიბრუნებს ძველ დიდებას და მალე გულშემატკივრებთან ერთად იტალიის ელიტარულ დივიზიონში დაბრუნებას იზეიმებენ.
ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ