იტალიის ნაკრების მწვრთნელობა კარლო ანჩელოტის შესთავაზეს

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მწვრთნელს ჯამპიერო ვენტურას 866 ათასი ევრო გადაუხადა, 2020 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი გაუწყვიტა და მისი შემცვლელის ძიებაშია.

ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ განაცხადა, რომ სკუადრა აძურას თავკაცის პოსტზე სერიოზულ კანდიდატს ეძებს და ორშაბათს სხდომაზე ამაზე ისაუბრებენ.

Premium Spor-ის ცნობით, ტავეკიო გუშინ ელაპარაკა მიუნხენის "ბაიერნიდან" დათხოვნილ კარლო ანჩელოტის და კონკრეტული წინადადებით მიმართა. რა უპასუხა კარლომ, აღნიშნული საინფორმაციო საშუალება არ იუწყება.

ანჩელოტი ამჟამად თავის მეუღლესთან მარიანა ბარენა მაკლეისთან მის სახლში იმყოფება კანადაში და ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ზაფხულამდე მუშაობის
დაწყებას არ აპირებს, მაგრამ ახლა განსაკუთრებული შემთხვევაა და შეიძლება დათანხმდეს კიდეც. ვნახოთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული