ჯანლუიჯი ბუფონი: "მე მივდივარ იტალიის ნაკრებიდან. მაპატიეთ" - დიდი ფეხბურთელი ტირის

AutoSharing Option
ორი მატჩის ჯამში პლეი-ოფში შვედეთთან დამარცხების და უმუნდიალოდ დარჩენის შემდეგ, იტალიის ნაკრების 39 წლის მეკარემ ჯიჯი ბუფონმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება:

"ჩემი კი არა, მთელი იტალიური ფეხბურთის მაგივრად მინდა ბოდიში მოვიხადო. ვერ მოვახერხეთ ამოცანის გადაჭრა, რომელსაც მნიშვნელოვანი სოციალური მნიშვნელობა აქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე დავასრულეთ შესარჩევი ციკლი.

ფეხბურთელებმა იციან, რა რთულია პლეი-ოფის შეხვედრები. ვერ ვაჩვენეთ ჩვენი საუკეთესო თამაში. გადამწყვეტ მომენტებში არც გაგვიმართლა.

ჩვენ გვაქვს სიამაყე, ძალა და ჯიუტები ვართ. ვიცით, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან.

მე მივდივარ ნაკრებიდან. გეხვევით
ყველას, განსაკუთრებით მათ, ვისთან ერთადაც ეროვნულ გუნდში ამდენი წელი გავატარე".

სკუადრა აძურაში ასპარეზობა აგრეთვე დანიელე დე როსიმ, ჯორჯო კიელინიმ და ანდრეა ბარძალიმ დაასრულეს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს სურათი ჩვენ ფეხბურთელებს აჩვენეთ :როგორ უნდა განიცდიდე პასუხისმგებლობას შენი ქვეყნის და მაყურებლის წინაშე. კაცურად უნდა შეგეძლოს წაგება, ჯიგარი უნდა გეწვოდეს ( რა თქმა უნდა თუ გაქვს )
გიორგი
14 ნოემბერი 2017 20:36
0
ამ შვედეთს გერმანია ბურთს თავზე დაახევდა. ასეთი უსუსური იტალია მე არ მახსოვს. მუნდიალი იტალიის გარეშე კარტოფილის ხინკალს გავს))
lasha
14 ნოემბერი 2017 15:18
2
ეე ჩემო ძმაო იყო დრო მაგ გერმანიას მარტო იტალია უგებდა მარა დრონი მეფობენ,ხდება ხოლმე არაუშავს, სწორ დასკვნებს გამოიტანენ და უკეთესად დაბრუნდებიან...
gg
14 ნოემბერი 2017 16:21
0
რა ატირებს მერე?
აგერ მესი და არგენტინაც რის ვაი-ვაგლახით გავიდნენ მუნდიალზე.იტალიისგან კი მართლა მოსალოდნელი იყო ასეთი კრახი.იმ ნაკრებს,რომლის ქვეყნის ჩემპიონატსაც ხალხი არ ესწრება და სტადიონები ცარიელია,ცოტა ძნელია მუნდიალზე ვერ გასვლას არალოგიკური უწოდო.
მე შვეცია უფრო მომეწონა ამ 2 თამაშში.თუმცა,ადრე არასდროს ვგულშემატკივრობდი მათ...
ზაზა
14 ნოემბერი 2017 15:03
5
შვედეთის ჩემპიონატის თამაშებზე ხო რას ამბობ ხალხის ტევა არ არის
ზურა
14 ნოემბერი 2017 20:24
0
მაქსიმუმ რესპექტ!! რატომღაც ყველაფერთან ერთად მაგარი კაციც მგონია ეს.
odala
14 ნოემბერი 2017 13:48
0
ისტორია იცვლება. ერთ დროს უნგრეთის გარეშეც ვერავის წარმოედგინა მსოფლიოს ჩემპიონატი... არც იტალიას და არც ჰოლანდიას აღარ ჰყავს ნისტელროის, ვან დერ საარის, ნესტას, მალდინის, ტოტის და პირლოს დონის ფეხბურთელები და ცალი ხელის ხუთი თითი გეყოფა, რომ ჩამოთვალო ამ ორი გუნდიდან მუნდიალის დონის მოთამაშეები.

ლამაზი ფეხბურთია მუნდიალზე პრიორიტეტი და არა ტოპ გუნდების გასვლა, რომ მერე უსახურად, 1-0-ზე ითამაშონ.
Lasha
14 ნოემბერი 2017 13:29
0
კი რა თქმა უნდა არ წყვიტავენ ვარსკვლავებს ციდან მარა ისლანდიის, შვედეთის, შვეიცარიის, თუნდაც პორტუგალიის და მისთანების ყურებას ისევ იტალიელების ყურება მირჩევნია, კიდე კაი არგნტინაც არ გავარდა თორე მართლა კატასტროფა იქნებოდა...
gg
14 ნოემბერი 2017 16:12
0
მართალია 100%-ით!!!
უმაგათოთაც ლამაზი მუნდიალი იქნება.
ზაზა
14 ნოემბერი 2017 15:02
1
უიტალიოდ მუნდილია იგივეა,უძრაო მანქანა
დავიდუსი
14 ნოემბერი 2017 12:38
0
მეც ვტირივარ :((((
ქეთი
14 ნოემბერი 2017 11:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული