სერია A. ტური: მილანში დიდი ამბები დატრიალდება

AutoSharing Option
შაბათ საღამოს მილანში დიდი ამბები დატრიალდება. "მილანი", ბოლო ტურში "კიევოს" განადგურებით ფერზე რომ მოვიდა, "იუვენტუსს" ისტუმრებს.

ლეონარდო ბონუჩის ამბავი ყველამ ვიცით და ახლა ამაზე აღარ შევჩერდებით. მის გარდა, "მილანს" დააკლდება კონტი, "იუვეს" კი - ჰიოვედესი და ბენატია.

წესით, სანახაობა უნდა შედგეს, რაკი ორივე გუნდი შეტევაზეა ორიენტირებული. "იუვეს" დაცვა ისე ძლიერი და აწყობილი ვეღარ არის, როგორიც წინა სეზონებში იყო. ისე, ეს გარემოება გუნდის თამაშის სანახაობრივ მხარეს რგებს კიდეც...

ისტორია და დღევანდელობა ამ ორი გუნდის თამაშებისას ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. მიმდინარე სეზონში ორივეს აკრიტიკებენ.
განსაკუთრებით "მილანს", რომელიც ძალიან არასტაბილურად თამაშობს და ცხრილშიც არ უჭირავს შესაფერისი ადგილი.

ლიდერმა "ნაპოლიმ", წესით, "მშვიდი" 3 ქულით უნდა შეავსოს სატურნირო მარაგი. შესანიშნავ ფორმაში მყოფ სამხრეთელებს ტრავმირებული არკადიუშ მილიკის გარეშეც არ უნდა გაუჭირდეთ
"სასუოლოს" დამარცხება.

"ლაციო", ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, დაფრინავს. რომაელები "ბენევენტოს" მხოლოდ გამარჯვებისთვის ესტუმრებიან. გუნდს შეიძლება დაუბრუნდეს ოდინდელი ლიდერი, ბრაზილიელი ფელიპე ანდერსონი, მაგრამ საკითხავია, სჭირდება ახლა ის მართლაც რომ დიდებულ ფორმაში მყოფ "ბიანკოჩელესტეს".

სიმონე ინძაგი ჯერ არ ჩქარობს მიზნებზე საჯაროდ ლაპარაკს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, "ლაციალე" აუცილებლად იბრძოლებს სკუდეტოსთვის. მით უმეტეს, თუ ოპტიმალური ფორმა შეინარჩუნა ჩირო იმობილემ. "ბენევენტოს" კი ნამდვილი დრამა შეემთხვა წინა ტურში. გუნდი ძალიან ახლოს იყო პირველ ქულასთან, გაათანაბრა რა ანგარიში 94-ე წუთზე, მაგრამ სულ ბოლო წამზე მაინც გაუშვა გოლი "კალიარისგან".

"ვერონასთან" გასვლით მატჩში "ინტერს", შესაძლოა, დაუბრუნდეს ხორვატი ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩი. რაც შეეხება "რომას", დედაქალაქელებმა "ბოლონიას" დამარცხება ტრავმირებული ცენტრალური მცველის, მანოლასის გარეშეც უნდა შეძლონ.

საერთოდ, სერია A-ს ლიდერები მიმდინარე სეზონში ძალიან დამაჯერებლად თამაშობენ და ფაქტია, საშუალო გუნდების კლასიც აღარ არის ისეთი, რამდენიმე წლის წინ რომ იყო. ეს განაპირობებს იმას, რომ ჩემპიონობისთვის რამდენიმე გუნდი აპირებს ბრძოლას. ასე რომ, ლიდერები გაუთვალისწინებელ დანაკარგებს მაქსიმალურად უნდა ერიდონ.

ფაქტები
  • "მილანმა" და "იუვენტუსმა" იტ-ალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში 4-4 გოლი გაიტანეს.
  • ბოლო 7 ურთიერთდაპირისპირ-ებაში, "ბოლონიას" "რომასთვის" არ მოუგია.
  • "ლაციომ", ყველა ტურნირის ჩათვლით, ზედიზედ 7 მატჩი მოიგო, ხოლო ასევე ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ 8 საგარეო შეხვედრაში გაიმარჯვა.
  • "ნაპოლი"-"სასუოლოს" ბოლო 4 შეხვედრიდან სამში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • ზედიზედ 8 ურთიერთდაპირისპირებაში "ატალანტა" ვერ ახერხებს "უდინეზეს" დამარცხებას.
სერია A. XI ტური
შაბათი, 28 ოქტომბერი
მილანი-იუვენტუსი 20:00
რომა-ბოლონია 22:45

კვირა, 29 ოქტომბერი
ბენევენტო-ლაციო 15:30
კროტონე-ფიორენტინა 18:00
ნაპოლი-სასუოლო 18:00
სამპდორია-კიევო 18:00
სპალ-ჯენოა 18:00
უდინეზე-ატალანტა 18:00
ტორინო-კალიარი 23:45

ორშაბათი, 30 ოქტომბერი
ვერონა-ინტერი 23:45

ბომბარდირები: 13 - ჩირო იმობილე (ლაციო); 11 - მაურო იკარდი (ინტერი), პაულო დიბალა (იუვენტუსი); 9 - დრის მერტენსი (ნაპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული