იტალიის ჩემპიონატზე მილანის "ინტერი" გალიდერდა

AutoSharing Option
"ინტერმა" იტალიის პირველობის მე-10 ტურში მძიმე ბრძოლაში დაამარცხა "სან სიროზე" "სამპდორია" (3:2), "ნაპოლის", რომელიც დღეს "ჯენოას" სტუმრობს, 1 ქულით გადაასწრო და გალიდერდა.

ნერიაძურიმ 10-დან 8 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 26 ქულა დააგროვა. ასეთ შედეგს გუნდმა უკანასკნელად 1997/1998 წლების სეზონში მიაღწია. მაშინ 69 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა, ჩემპიონი კი 74 ქულით ტურინის "იუვენტუსი" გახდა.

გენუელებთან შეხვედრაში დუბლი გაიფორმა მაურო იკარდიმ და ახლა სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაზე მის ანგარიშზე 11 გატანილი გოლია. ამას გარდა, მან ზედიზედ მეოთხე სეზონში მოახერხა 10-ზე
მეტი გოლის გატანა და კრისტიან ვიერის რეკორდი გაიმეორა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული