ვინჩენცო მონტელა: ოთხეულში მოხვედრა რეალურია

AutoSharing Option
ზედიზედ მესამე მატჩი წააგო "მილანმა" იტალიის ჩემპიონატზე, ამჯერად მე-8 ტურში "ინტერთან" 2:3-ზე დამარცხდა, მაგრამ მისი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა მაინც იძახის, დიდებულად ვბურთაობთო:

"მეორე ტაიმი ჩინებულად ჩავატარეთ. ისე ვითამაშეთ, როგორც მე მომწონს. სამწუხაროა დამარცხება, თუმცა სწორი მიმართულებით მივდივართ. ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს. მუშაობის გაგრძელება მინდა.

მეტოქემ მომენტები გაცილებით უკეთ გამოიყენა. თუ ასე გავაგრძელეთ ასპარეზობა, აღარ წავაგებთ. ძნელია პროექტის ამდენი ახალწვეულით უცბად განხორციელება, მითუმეტეს როდესაც ცაიტნოტში ხარ. მიუხედავად ყველაფრისა ვთვლი, რომ ოთხეულში მოხვედრა რეალურია".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაისიიიიი 2
kkkk
12:43 16-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული