ხოსე კალეხონი: სკუდეტოს მოგება შეგვიძლია

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავდამსხმელი ხოსე კალეხონი ამბობს, რომ მას და მის თანაგუნდენდელებს იტალიის ჩემპიონატის მოგება შესაძლებლად მიაჩნიათ:

"ჩვენ ამის გვჯერა. იმედია, მოვახერხებთ. სეზონი გრძელია და აღებული ტემპი არ უნდა დავაგდოთ. თავდაუზოგავად თამაში გვმართებს. ასეთ კარგ ფორმაში არასოდეს არ ვყოფილვართ".

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" პირველობის სტარტზე რვავე მატჩი მოიგო, ჩემპიონატს ლიდერობს, თავად ხოსემ კი 7 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული