იტალიას ფორმა აქვს, საგზური - ჯერ არა

AutoSharing Option
ინტერნეტში გავრცელდა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის იტალიის ნაკრების ფორმა. მაისურა ტრადიციულ ლურჯ ფერშია გადაწყვეტილი, სახელოს კი ამშვენებს ქვეყნის დროშა.

ცნობისთვის, შესარჩევი ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, იტალიას G ჯგუფში მეორე ადგილი უკავია 19 ქულით. ლიდერი კი ესპანეთია, რომელსაც 22 ქულა აქვს.

დარჩენილ მატჩებში "სკუადრა აძურას" შინ მაკედონიასთან (6 ოქტომბერი) და სტუმრად ალბანეთთან (9 ოქტომბერი) აქვს შეხვედრა. დიდი ალბათობით, იტალიას პლეი ოფის თამაში მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
იტალია ფინალს ითამაშებს. დაიმახსოვრეთ
ნწ ნწ ნწ
21:02 27-09-2017
0
სასწაული პირდაპირ რაში გაინტერესებტ იტალიის ფორმა არ ჯობია მაგას როგორ განვავიტაროიტ ბავშვტა ფეხბურტი პრობლემები ჩვენტან ცოტაა
შოთა გუგეშაშვილი
17:37 27-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული