რომეო და ჯულიეტა ტურინულ დერბიში

AutoSharing Option
ტურინული დერბი - ერთ-ერთი ყველაზე პრინციპულია ევროპაში, ამიტომაც, მით უფრო საოცარია ისტორია, რომელზეც მთელი ტურინი ლაპარაკობს.

"ტორინოს" მთავარი მწვრთნელის ქალიშვილმა - ვირჯინია მიხაილოვიჩმა თავისი "ინსტაგრამის" მეშვეობით ამცნო ყველას, რომ "იუვენტუსის" პრიმავერას კაპიტანს ალესანდრო ვოლიაკოს ხვდება. და მათი ერთობლივი ფოტოც კი გამოაქვეყნა.

ფორუმებზე უკვე დაიწყეს წყვილზე ჭორაობა და შეყვარებულების გაკიცხვა. და ყველას გაახსენდა რომეო და ჯულიეტას ისტორია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული