მონტელას ვითარების გამოსასწორებლად ორი მატჩი აქვს

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატზე "სამპდორიასთან" 0:2-ზე დამარცხების შემდეგ, "მილანის" ტიფოზები ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას.

"გაზეტა დელო სპორტის" ცნობით, ამ დილით მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა კლუბის დირექტორებმა მარკო ფასონემ და მასიმილიანო მირაბელიმ დაიბარეს. აღნიშნული გამოცემის მტკიცებით, მონტელამ ქვეყნის პირველობის ორ უახლოეს მატჩში, 1 ოქტომბერს "რომასთან" და 15 ოქტომბერს მილანის "ინტერთან" შეხვედრებში უნდა გამოასწოროს მდგომარეობა და თუ ეს ვერ მოახერხა, უთუოდ გადააყენებენ.

აღსანიშნავია, რომ  ხუთშაბათს ევროპა ლიგაზე "რიეკასთან" თამაში მის დარჩენა - არდარჩენაზე არ იმოქმედებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული