მეტად კმაყოფილები ტოვებდნენ 20 სექტემბერს რომის "ოლიმპიკოს" სტადიონს "ნაპოლის" ტიფოზები იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურში "ლაციოს" 4:1-ზე დამარცხების შემდეგ და კიდევ უფრო იხალისეს, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი სტიუარდი მათი გუნდის კაპიტანს მარეკ ჰამშიკს გარეგნულად ძალიან გავდა.
ისინი მივიდნენ მასთან და "ოლე, ოლე, მარეკ, მარეკი" ამღერეს.