"ბენევენტოს" კაპიტანი ლუჩონი დოპინგზე გამოიჭირეს

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის სტარტზე "ბენევენტომ" ხუთივე მატჩი წააგო და გეგონება თავისი გასაჭირი არ ეყოფოდა, შეიძლება გუნდის კაპიტნის გარეშე დარჩეს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ "ტორინოსთან" შეხვედრის შემდეგ 29 წლის მცველს ფაბიო ლუჩონის დოპინგზე ტესტი ჩაუტარეს, აკრძალული პრეპარატის მიღება დაუმტკიცდა და შესაძლოა ოთხსეზონიანი დისკვლიფიკაცია მისცენ.

არადა, ფაბიო "ბენევენტოს" წამყვანი ფეხბურთელია და ყველა თამაში შეუცვლელად ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული