ტურინის "იუვენტუსის“ ფორვარდმა პაულო დიბალამ იტალიის ჩემპიონატის სტარტზე ოთხივე ტურში გაიტანა გოლი, რაც ბოლოს 2005 წელს მაშინ "ფიორენტინაში“ მოასპარეზე ლუკა ტონიმ მოახერხა, ოღონდ იტალიელმა 5 გოლი გაიტანა, არგენტინელმა კი - 8.
„ბებერი ქალბატონის“ მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, რომ პაულომ ყველა კომპონენტში მაგრად მოუმატა, ახალგაზრდაა, პერსპექტიულია და როდესაც ბურთზე ორი შეხებით თამაშობს, ბადალი არა ყავს.