ანიელის შეიძლება საფეხბურთო საქმიანობა აუკრძალონ

AutoSharing Option
ეჭვობენ, რომ ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ სეზონური აბონემენტები და ბილეთები ლიმიტის გადაჭარბებით კალაბრიის კრიმინალური დაჯგუფების წევრის როკო დომინელოს დახმარებით გაყიდა.

ამ დომინელოს ბილეთების ზედმეტ ფასებში რეალისაციისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ანდრეამ აღიარა, რომ მას სხვა ტიფოზებთან ერთად საზეიმო მიღებისას შეხვდა, თუმცა აღნიშნულ ფაქტთან არანაირი კავშირი არა აქვს.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გამოძიება დაიწყო და თუ ანიელის დანაშაული დაუმტკიცდა, არაა გამორიცხული 10 წლით ფეხბურთიდან მოკვეთონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული