მინო რაიოლას "მილანის" წარმატებისა და დიბალას "იუვეში" დარჩენის არ სჯერა

AutoSharing Option
საქვეყნოდ ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა იტალიურ ფეხბურთზე საუბრობს. მას განახლებული "მილანის" წარმატებისა და პაულო დიბალას "იუვენტუსში" დარჩენის არ სჯერა.

"ვფიქრობ, დიბალა "იუვენტუსს" დატოვებს. ასეთ ასაკში გუნდის ლიდერობა ადვილი არაა. მას "რეალში" ან რომელიმე მანჩესტერულ კლუბში წარმატებით მოთამაშეს ვხედავ.

"მილანის" გენერალურ დირექტორთან, მარკო ფასონესთან და სპორტულ დირექტორთან, მასიმილიანო მარიბელისთან არანაირი პირადი პრობლემა არ მაქვს. მე მხოლოდ ერთი პრობლემა მაქვს - "მილანში" მათ მიერ განხორციელებული პროექტების არ მჯერა", - ციტირებს რაიოლას სიტყვებს RAI Sport-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული