პოლემიკა: ვინ ეკითხება მინო რაიოლას?!

AutoSharing Option
მინო რაიოლა ერთხელაც გადასწვდა "ნაპოლის". მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გუნდის თამაში მოსწონს, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ გული უგრძნობს, მიმდინარე სეზონი გუნდის მთავარი მწვრთნელის, მაურისიო სარისთვის ბოლო იქნება ნეაპოლელთა თავკაცის პოსტზე, რადგან კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან მუშაობა ძალიან ძნელია. რაიოლას მორიგ გამოსვლას სარის აგენტი, ალესანდრო პელეგრინი გამოეხმაურა:

"არ ვიცი, რა უნდა რაიოლას. ერთი მხრივ, მას მოსწონს "ნაპოლის" თამაში, მაგრამ მეორე მხრივ, ისეთი შეგრძნება მაქვს, მას უნდა ჩემი კლიენტ
ის გუნდიდან წასვლა. სარი "ნაპოლის" დატოვებას რომ აპირებდეს, ამის თაობაზე უთუოდ მეცოდინებოდა. ის მე არასოდეს არაფერს მიმალავს. სარი "ნაპოლიში" ბედნიერია.

ის დიდი ენთუზიაზმით მუშაობს და ჯობია, რაიოლამ თავის საქმეს მიხედოს, ტვინი დაიწმინდოს, შეჯერდეს ერთ კონკრეტულ იდეაზე და ამის მერე ილაპარაკოს. "ნაპოლი" და სარი კიდევ დიდხანს იქნებიან ერთად.

ისინი კიდევ არაერთ წარმატებას მიაღწევენ. ახლა ჩემი კლიენტი მხოლოდ იმ ამოცანებზეა კონცენტრირებული, რომელიც გუნდმა უნდა გადაჭრას. სწორედ ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მის ნაცვლად რაიოლასთვის მე მეპასუხა", - თქვა პელეგრინიმ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული