მასიმილიანო ალეგრი: ვფიქრობ, ამ შემადგენლობას წარმატებით შეუძლია დაიწყოს კიდევ ერთი სეზონი

AutoSharing Option
იტალიის სუპერთასზე "ლაციოსთან" მატჩის წინ "იუვენტუსის" მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს გაესაუბრა.

"მე ისეთი მწვრთნელი ვარ, რომელიც ფეხბურთელების შენარჩუნებას ცდილობს. ვფიქრობ, ამ შემადგენლობას წარმატებით შეუძლია დაიწყოს კიდევ ერთი სეზონი.

იტალიის ჩემპიონატი ექვსჯერ ზედიზედ მოვიგეთ, სამ წელიწადში ორჯერ გავედით ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მოვიგეთ იტალიის თასი და სუპერთასი. გულში ხინჯად დაგვრჩა ჩემპიონთა ლიგის ფინალებში დამარცხება.

იწყება ახალი სეზონი, ყველა თანაბარ მდგომარეობაში ვართ. კარდიფში განცდილი მარცხისგან განცდილი სიმწარის დავიწყება შეუძლებელია. ეს საჩვენოდ სეზონის სტარტზე უნდა გამოვიყენოთ. უნდა გვახსოვდეს ჩვენი ძლიერი მხარეები და ყოველდღე მუხლჩაუხრელი
შრომა გვმართებს.

"ლაციომ" კარგი წინასასეზონო შეკრება გაიარა, არც ერთ შეხვედრაში არ დამარცხებულა და ბევრი გოლი გაიტანა. "იუვე" ყოველთვის პატივს სცემდა მეტოქეებს, ხვალაც ასე იქნება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული