რიად მაჰრეზი "რომას" უახლოვდება

AutoSharing Option
"ლესტერის" ალჟირელი ლიდერი რიად მაჰრეზი "რომაში" გადასვლასთან ახლოსაა. "რომა" მზადაა, ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადოს და ბონუსების სახით 3 მილიონი კიდევ დაამატოს. ბოლო ინფორმაციით, იტალიელები არც შეთავაზებული თანხის რაოდენობის გაზრდას გამორიცხავენ.

მაჰრეზს ძალიან უნდა "ლესტერის" დატოვება და ძალების სხვა გუნდში მოსინჯვა. პრემიერლიგის გასულ სეზონში ალჟირელმა "მელიების" შემადგენლობაში 36 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული