"იუვენტუსს" ჟოაო კანსელო სურს

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" "ვალენსიას" პორტუგალიელ მცველზე, ჟოაო კანსელოზე ნადირობს.

ესპანური კლუბი მზადაა, შეთავაზებას დათანხმდეს, თუ "იუვენტუსი" 35 მილიონ ევროს გადაიხდის და თან ესპანეთში გაბონელ საყრდენ ნახევარმცველს, მარიო ლემინას გაუშვებს.

23 წლის კანსელომ გასულ პრიმერაში 35 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. პორტუგალიის ნაკრებში მან ხუთ შეხვედრაში მოწინააღმდეგის კარი სამჯერ აიღო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული