ამრაბატის შეძენით მსოფლიო გრანდები ინტერესდებიან

AutoSharing Option
Fichajes-ის ინფორმაციით, "ფიორენტინას" საკუთრება და "მანჩესტერ იუნაიტედში" იჯარით მოთამაშე სოფიან ამრაბატის შეძენით მსოფლიო გრანდები ინტერესდებიან.

"წითელი ეშმაკების" ფეხბურთელის ფლორენციული გუნდიდან გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეუძლიათ, თუმცა ამას არ აპირებენ.

მაროკოელი შუახაზელის სამსახურით "მილანი", "ატლეტიკო", "ლივერპული" და "ბარსელონა" ინტერესდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ამრაბატის ხილვა საკუთარ კლუბში განსაკუთრებით დიეგო სიმეონეს სურს.