"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ" - რა თქვა ალეხანდრო გარნაჩომ ულამაზესი გოლის შემდეგ

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-13 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" გასვლაზე "ევერტონი" 3:0 დაამარცხა. ულამაზესი გოლით "წითელი ეშმაკები" მე-3 წუთზე მაკრატელა დარტყმით ალეხანდრო განაჩომ დააწინაურა.

მატჩის დასრულების შემდეგ არგენტინელმა თქვა:

"სიმართლე გითხრათ, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ. გოლის გატანის შემდეგ უბრალოდ ვთქვი - "ღმერთო ჩემო!".

ჩემი გოლი ჯერ კიდევ არ მინახავს. უბრალოდ, ტრიბუნებს ვუსმენდი. ჯერ კიდევ ნოემბერია, მაგრამ ეს ალბათ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი იქნება", - თქვა გარნაჩომ.