ბერნანდოს "სიტიდან" ტრანსფერი გვარდიოლამ დაბლოკა

AutoSharing Option
Goal-ის ცნობით, ბერნანდო სილვა, შესაძლოა, ზაფხულში "სიტიდან" წასულიყო, მაგრამ ეს ტრანსფერი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ დაბლოკა.

პორტუგალიელის დამატება პსჟ-ს სურდა, მაგრამ მას შემდეგ რაც მანჩესტერული გრანდიდან რიად მაჰრეზმა აიბარგა, ესპანელმა სპეციალისტმაც 29 წლის ფეხბურთელის გაშვება აღარ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ სილვამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 55 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 7 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.