სალაჰიც საუდის არაბეთში მიდის - ეგვიპტელს სუპერშეთავაზება აქვს

AutoSharing Option
ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ "ლივერპულის" ეგვიპტელ ვარსკვლავ მოჰამედ სალაჰს საუდის არაბეთიდან სუპერშეთავაზება აქვს.

"ალ იტიჰადი" 31 წლის ფეხბურთელს 3-წლიან კონტრაქტსა და სეზონურად 80 მილიონი ევროს გასამრჯელოს სთავაზობს.

არაბები მზად არიან, ფეხბურთელის სანაცვლოდ ტრანსფერისთვის 90 მილიონი ევრო გაიღონ და გავრცელებული ინფორმაციით, "ლივერპული" გარიგებაზე თანახმაა, ნავსაყუდელის გამოცვლაზე კი უარზე არც თავად ეგვიპტელია.

სალაჰს "მერსისაიდელებთან" შრომითი ხელშეკრულება 2025 წელს ეწურება.
ასევე დაგაინტერესებთ