"ჩელსის" ახალმა მეპატრონემ კლუბში მოსვლის შემდეგ 1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა

AutoSharing Option
Bleacher Report-ის ინფორმაციით, ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ყიდვის შემდეგ ფეხბურთელთა ტრანსფერებისთვის 1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.

ამერიკელმა ლონდონური კლუბი 2022 წლის ივნისში შეიძინა და 1 წელზე ოდნავ მეტის გასვლის მერე ასტრონომიული რიცხვიც დააფიქსირა.

"არისტოკრატების" ბოლო შენაძენი მოისეს კაისედო გახლავთ, რომლის სანაცვლოდაც 100+15 მილიონი ფუნტი გადაიხადეს და ეს ყოველივე პრემიერლიგის რეკორდია...