"ტოტენჰემმა" 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ მცველი შეიძინა

AutoSharing Option
"ტოტენჰემმა" გვაუწყა, რომ "ვოლფსბურგიდან" 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ 22 წლის ნიდერლანდელი მცველი მიკი ვან დე ვეენი შეიძინა.

ფეხბურთელმა 37-ე ნომერი აირჩია და 2029 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.

ახალგაზრდა უკანახაზელმა "ვოლფსბურგში" 2 წელი გაატარა. გასულ სეზონში მან ჯამში 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.