პოჩეტინომ "ჩელსიში" ახალი მეკარე ითხოვა - არგენტინელის სიაში მამარდაშვილი და სხვა კიპერები მოხვდნენ

AutoSharing Option
როგორც უკვე ვწერდით, "ჩელსი" მაურისიო პოჩეტინოსთან მოლაპარაკებების დასკვნით სტადიაშია და უდიდესი ალბათობით, ლონდონელებს ზაფხულში სწორედ არგენტინელი სპეციალისტი ჩაიბარებს.

ჟურნალისტი ალექს კრუკი იუწყება, რომ 51 წლის სპეციალისტმა "არისტოკრატთა" ბოსებს ორ პოზიციაზე გაძლიერება მოსთხოვა.

პირველი და ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო მეკარის პოზიციაა, სადაც გიორგი მამარდაშვილის გვარმაც გაიჟღერა.

ქართველთან ერთად არგენტინელის სიაში "დორტმუნდელი" გრეგორ კობელი, "ბრენტფორდის" კიპერი დავიდ რაია და "ინტერის" წევრი ანდრე ონანა მოხვდნენ.

კრუკის ინფორმაციით, პოჩეტინო არჩევანს სწორედ ამ 4 მეკარეს შორის გააკეთებს და ის მომავალ სეზონში "სტემფორდ ბრიჯზე" გაირჯება.

მაურისიომ "ლურჯებს"
ასევე თავდამსხმელის პოზიციაზე გაძლიერება მოსთხოვა. ორი მთავარი კანდიდატი ჰარი კეინი და ვიქტორ ოსიმენი იქნება.

altპოჩეტინო პრემიერლიგას უბრუნდება - "ჩელსი" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას მალე დაასახელებს


altმამარდაშვილი "მანჩესტერში"? ინგლისური გუნდი დე ხეას კონტრაქტზე ვერ უთანხმდება

ასევე დაგაინტერესებთ