რონალდინიომ პრემიერ ლიგიდან მისთვის გამორჩეული გუნდი დაასახელა

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, რონალდინიოს ჟურნალისტებმა სთხოვეს ინგლისის პრემიერ ლიგიდან გამორჩეული გუნდი დაესახელებინა.

"ერთ-ერთის გამოყოფა ნამდვილად რთულია, რადგან ამ ჩემპიონატში ბევრი გამორჩეული მოთამაშე თამაშობს, მაგრამ "ლივერპულს" ავირჩევ. მათი თამაშის ყურება ნამდვილად სასიამოვნოა, განსაკუთრებით "მერსისაიდელთა" შემტევების", - ამბობს რონალდინიო.

შეგახსენებთ, "ლივერპულმა" გასულ სეზონში 92 ქულა მოიპოვა და პრემიერ ლიგის ვიცე ჩემპიონი გახდა, გუნდმა ინგლისის თასი მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ დამარცხდა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მოამზადა ნიკალა მახარობლიშვილმა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული