"რუბინის" მცველი ინგლისურ კლუბში გადავიდა

AutoSharing Option
25 წლის ხორვატმა მცველმა ფილიპ ურემოვიჩმა "რუბინთან" კონტრაქტი 13 მარტს შეაჩერა და დღეს სეზონის ბოლომდე "შეფილდ იუნაიტედში" გადავიდა.

ურემოვიჩმა ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 18 მატჩში 6 ყვითელი ბარათი მიიღო. მან ხორვატიის ნაკრების ღირსება 6 შეხვედრაში დაიცვა.

"შეფილდ იუნაიტედი" ინგლისის ჩემპიონშიფში მეხუთე ადგილზეა და პრემიერლიგაში გადასასვლელად იბრძვის.

"რუბინი" ხვიჩა კვარაცხელიამ და ყველა ლეგიონერმა დატოვა.