"ჩელსი" იყიდება - მალე "სტემფორდ ბრიჯზე" თურქეთის დროშა აფრიალდება

AutoSharing Option
რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა ზეწოლის გამო "ჩელსის" გაყიდვა გადაწყვიტა, რომლის მფლობელი 2003 წლიდანაა. მას რამდენიმე ბიზნესმენმა მიმართა, მაგრამ შეთავაზებებმა არ დააკმყოფილა, რამეთუ 4 მილიარდ ფუნტს ითხოვს, ისინი კი ასეთი თანხის გადახდას არ აპირებენ.

Yenisafak-ის ცნობით, თურქი მუხსინ ბაირაკი აბრამოვიჩთან მოლაპარაკებას აწარმოებს და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. ბაირაკმა გამოცემას განუცხადა, რომ მალე ლონდონში თურქეთის დროშას აღმართავენ.

ბაირაკის კომპანია AB Group-მა გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. თურქის აქტივები 11 მილიარდ დოლარს შეადგენს და დაახლოებით აბრამოვიჩის კაპიტალის შესაბამისია.

AB Group-ი დარწმუნებულია, რომ აბრამოვიჩი "ჩელსის" სწორედ
ბაირაკს მიჰყიდის: "ჩვენ მოლაპარაკებისას ხელშეკრულების გაფორმების სტადიაზე ვიმყოფებით. მალე ლონდონში თურქეთის დროშას ავაფრიალებთ. ეს ყველაფერი უკრაინაში ომის გამო მოხდა. რუსები თურქეთს უფრო უსაფრთხოდ თვლიან იმ მხრივ, რომ მთელ შეპირებულ თანხას მიიღებენ".