ანტირასისტული კამპანია ინგლისში

AutoSharing Option
პრემიერლიგის მესვეურებმა განაცხადეს, რომ ახალ სეზონში მოთამაშეები და მსაჯთა ბრიგადები მოედანზე ახალი სამკლავურებით გამოვლენ, რომლებზეც იქნება დაწერილი - NoRoomforRacism ("რასიზმის ადგილი არ არის"). 
"დღევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერლიგის კლუბების კაპიტნები ესწრებოდნენ, გადაწყდა,
რომ ახალ 2020-21 წლების სეზონში მოთამაშეები და მსაჯები ახალი ეკიპირებით ითამაშებენ,  რომელზეც იქნება წარწერა - "რასიზმის ადგილი არ არის". ეკიპირებაზე ასეთი ხასიათის წარწერა მთელი სეზონის განმავლობაში იქნება განთავსებული. ეს სიახლეა პრემიერლიგაში და სრულად გამოხატავს ორგანიზაციის მიდგომას ამ საკითხის მიმართ. ეს ინიციატივა გასული სეზონის ტრაგიკული ამბების შემდეგ გაჩნდა, მაშინ, როცა "რესტარტის" შემდგომ მაისურებზე წარწერა "Black Lives Matter" გამოჩნდა. ასევე, ლიგა სრულად უჭერს მხარს მოთამაშეებს, რომლებსაც მატჩების წინ მუხლის მოდრეკა სურთ". - ნათქვამია პრემიერლიგის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

აBlack - ავ Lives Matter