კიდევ ერთი თავსატეხი "მანჩესტერ იუნაიტედს"? - ჯესი ლინგარდის აგენტი მინო რაიოლა გახდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა ჯესი ლინგარდმა აგენტთან, მინო რაიოლასთან გააფორმა კონტრაქტი, - იტყობინება Sky Sports-ი.

27 წლის ინგლისელს მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2021 წლამდე აკავშირებს.

აქვე გეტყვით, რომ რაიოლა, ლინგარდის გარდა, პოლ პოგბას აგენტიცაა. რაიოლას "მანჩესტერ იუნაიტედთან" ცუდი ურთიერთობა აქვს და კლუბის მიმართ კრიტიკით გამოირჩევა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული