ვან დერ ვაარტი: მაგუაიერის დონის 3 მოთამაშეს კვირაობით მოყვარულთა თამაშის დროს ვნახულობ

AutoSharing Option
ნიდერლანდების ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა კრიტიკული სიტყვები არ დაიშურა "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურ მცველ ჰარი მაგუაიერის მიმართ.

"სერიოზულად გეუბნებით, კვირაობით მოყვარულთა თამაშებს რომ ვუყურებ, მინიმუმ 3 ფეხბურთელს ვხედავ, ვინც მაგუაიერის დონეზე თამაშობს. შესაძლოა, ეს სულელურად ჟღერს, მაგრამ ისინი ამას ვერასდროს გაიგებენ.

წარმოგიდგენიათ, ჩვენ ახლა იმ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, რომელიც 90 მილიონ ევროდ იყიდეს. თუ მაგუაიერში ამ თანხას იხდიან, მაშინ ვან დაიკი 300 მილიონი ღირს", - განაცხადა ვან დერ ვაარტმა Ziggo Sport-თან ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ