როი ჰოჯსონი: მეოთხე გოლის ჩათვლა არ შეიძლებოდა, რადგან იქ აშკარად ხელით თამაში იყო

AutoSharing Option
პრემიერლიგის 23-ე ტურში "ლივერპულთან" წაგებული მატჩი (3:4) "კრისტალ პალასის" მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა მიმოიხილა.

"ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით. არ ვიცი, რა იყო აქ გადასარევი. სულელური გოლები გავუშვით. მეოთხე გოლის ჩათვლა არ შეიძლებოდა, რადგან იქ აშკარად ხელით თამაში იყო. გულდაწყვეტილი ვარ, რომ ქულა ვერ ავიღეთ.

მეტოქეს არაჩვეულებრივი ფეხბურთელები ჰყავს. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ბოლოს უსამართლო გოლი გავუშვით.

სტუმრად "მანჩესტერ სიტის" ვძლიეთ, ქულა ავიღეთ "მანჩესტერთან" და დღესაც შეგვეძლო უკეთესი შედეგისთვის მიგვეღწია. მოწინააღმდეგე ვაიძულეთ შესაძლებლის ზღვარზე ეთამაშა. მათ გოლების გატანისას გაუმართლა.

მეკარე ხულიან სპერონი პატივისცემას
იმსახურებს. მთელი წელია არ უთამაშია და ასეთ შეხვედრაში მოუწია კარში ჩადგომა. მესამე გოლისას შეცდომა დაუშვა და ეს ხელის აწევით აღიარა. ეს გოლი გადამწყვეტი იყო".

მკითხველის კომენტარები / 6 /
როგორ უმართლებს მოკლედ ამ ლივერპულს ერთი ვანდეიკის ან სალაჰის ტრავმა და ლივერპული უცებ აღმოჩნდება ტოტენჰემთან ჩელსთან არსენალთან და მანჩესტეთან ერთად . იმედია სიტი გახდება ჩემპიონი
ტოტტი
01:46 20-01-2019
15
გილოცავთ ლივეს ფანებო მორიგ გამარჯვებას
ბესკა
00:14 20-01-2019
1

სიახლეები პოპულარული