მოჰამედ სალაჰი: ეგოისტი არა ვარ

AutoSharing Option
"ლივერპულის" შემტევმა ნახევარმცველმა მოჰამედ სალაჰმა თავის შედეგიანობაზე ისაუბრა:

"შეამჩნევდით, ბოლო მატჩებში თანაგუნდელები გოლების გატანაში მეხმარებიან, რადგან "ოქროს ბუცისთვის" ვიბრძვი. რა თქმა უნდა, ეს ინდივიდუალური ჯილდოა, მაგრამ გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში ეხმარება.

ძალიან კარგ სტილში ვთამაშობთ, ეს მეც მომწონს და გულშემატკივრებსაც. ვგრძნობ, მათ უნდათ რაღაც მოვიგო. ყველაფერს გუნდისთვის ვაკეთებ.

ბომბარდირთა დავაში ადრე კეინს ჩამოვრჩებოდი და როდესაც გოლის გატანის შესაძლებლობა მქონდა, პასი ფირმინოს მივეცი, ვინაიდან ეგოისტი არა ვარ. მხოლოდ საკუთარ თავზე როდი ვფიქრობ.

"ცხრიანი" არა ვარ, ფლანგზე ვთამაშობ. გუნდისთვის ვიხარჯები, რასაც ყველა ხედავს.
შესანიშნავ სეზონს ვატარებ და კიდევ რამოდენიმე შეხვედრა დამრჩა. კლუბით და ქალაქით სრულად კმაყოფილი ვარ. ეს ბევრს ნიშნავს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული