"მანჩესტერ სიტის" უახლოეს 2 სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა ფეხბურთელების დამატება აეკრძალოს

AutoSharing Option
პრემიერლიგის ჩემპიონ "მანჩესტერ სიტის" შესაძლოა, უახლოეს ორ სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელების დამატება აეკრძალოს.

ამის მიზეზი 16 წლის არგენტინელი ტალანტის, ბენჟამინ გარის ტრანსფერია.

გარის აღმზრდელი კლუბის, "ველეს სარსფილის" განცხადებით, "სიტიმ" არაეთიკურად იმოქმედა ტრანსფერის განხორციელებისას, რადგან ფეხბურთელს მაშინ დაუკავშირდა, როდესაც ის 15 წლის იყო და მას შემდეგ, რაც 16 წლის გახდა, სატრანსფერო წესების დარღვევით გაუფორმა კონტრაქტი.

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
ასევე დაგაინტერესებთ