პეპ გვარდიოლა: მატჩი პრაქტიკულად მოგებული გვქონდა

AutoSharing Option
პრემიერლიგის 33-ე ტურში "მანჩესტერთან" წაგებული შეხვედრა "მანჩესტერის" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ მიმოიხილა:

"მაღალ დონეზე ვითამაშეთ და რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ. პირველ ტაიმში მატჩი პრაქტიკულად მოვიგეთ, მაგრამ 10 წუთში მეტოქე თამაშში დაბრუნდა.

ფეხბურთელები და გულშემატკივრები ცოტა იმედგაცრუებულნი დარჩნენ, შევეცდებით სამშაბათამდე ხასიათი გამოვიკეთოთ. არდანიშნული პენალტი? ეგ მომენტი არ მინახავს.

"მანიუ" მტკიცე ხასიათის გუნდია და დღეს გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა. მეორე ტაიმში ვუტევდით და მომენტების შექმნას ვცდილობდით. ჩვენ მთელი სეზონი ამას ვაკეთებთ. უკეთ თავდაცვა გვმართებს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული