The Sun: მოჰამედ სალაჰი შესაძლოა ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდეს

AutoSharing Option
გავლენიანი ინგლისური გამოცემა "სანის" ინფორმაციით, "ლივერპულის" ეგვიპტელი შემტევი მოჰამედ სალაჰი, შესაძლოა, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდეს.

მადრიდის "რეალი", "ბარსელონა" და პსჟ მზად არიან, ფეხბურთელის სანაცვლოდ 200 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

ყველა დროის რეკორდი ნეიმარს ეკუთვნის, რომლის ღირებულებამაც 198 მილიონი ფუნტი შეადგინა.

საინტერესოა, რომ "ლივერპულმა" სალაჰი სულ რაღაც 34,3 მილიონ ფუნტად შეიძინა.