"ლესტერთან" ნამატჩევს "არისტოკრატების" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ შემდეგი განაცხადა:"როგორც მოველოდით, მძიმე თამაში გამოვიდა. ამ გუნდთან წინა შეხვედრაშიც გაგვიჭირდა. შედეგით კმაყოფილი ვარ. არ დაგავიწყდეთ, რომ "ბარსელონასთან" მატჩს ჩემმა ფეხბურთელებმა დიდი ენერგია შეალიეს. თასი უნდა მოვიგოთ. ყველა ტურნირზე ბოლომდე ბრძოლაა საჭირო".