ანტონიო კონტე: ინგლისის თასი უნდა მოვიგოთ

AutoSharing Option
ინგლისის თასის მეოთხედფინალში "ჩელსიმ" სტუმრად დამატებით დროში პედროს მიერ გატანილი გოლით დაამარცხა "ლესტერი" 2:1 და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ნახევარფინალებში 21 და 22 აპრილს ერთმანეთს "ჩელსი და "საუთჰემპტონი" და "მანჩესტერი" და "ტოტენჰემი" შეხვდებიან.

"ლესტერთან" ნამატჩევს "არისტოკრატების" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ შემდეგი განაცხადა:"როგორც მოველოდით, მძიმე თამაში გამოვიდა. ამ გუნდთან წინა შეხვედრაშიც გაგვიჭირდა. შედეგით კმაყოფილი ვარ. არ დაგავიწყდეთ, რომ "ბარსელონასთან" მატჩს ჩემმა ფეხბურთელებმა დიდი ენერგია შეალიეს. თასი უნდა მოვიგოთ. ყველა ტურნირზე ბოლომდე ბრძოლაა საჭირო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული