დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ შეიძლება რომან აბრამოვიჩს "ჩელსი" ჩამოართვას

AutoSharing Option
არაა გამორიცხული, "ჩელსის" პრეზიდენტი რომან აბრამოვიჩი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამლვის გამო დაზარალდეს.

"ტაიმსის" მტკიცებით, ბრიტანეთში მალე მიიღებენ კანონს, რომლის მიხედვით პერსონალური სანქციები დაუწესდებათ იმ პირებს, რომლებიც კორუფციაში მონაწილეობდნენ და ეს ფული რუსეთიდან დასავლეთში გაიტანეს.

თუ ეს აბრამოვიჩს დაუმტკიცდა, მაშინ მთელი აქტივები და მათ შორის საფეხბურთო კლუბი ჩამოერთმევა. მის გარდა შეიძლება დაზარალდეს "არსენალის" ერთ-ერთი ძირითადი აქციონერი ალიშერ უსმანოვი.