ინგლისის მეორე ლიგის მატჩისას მოედანზე ვერტმფრენი დაეშვა და თამაში შეწყდა

AutoSharing Option
"ჩესტერფილდსა" და "ლინკოლნს" შორის ინგლისის მე-2 ლიგის (რანგით მე-4 დივიზიონია) მატჩის პირველ ტაიმში მოედანზე ვერტმფრენი დაეშვა და შეხვედრა ნახევარი საათით შეწყდა.

საქმე იმაში გახლდათ, რომ ერთი გულშემატკივარი შეუძლოდ შეიქნა და სამედიცინო ვერტმფრენით მოედნიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მატჩს, რომელსაც 10 338-იან სტადიონზე 6 395 მაყურებელი დაესწრო, სტუმართა გუნდის გამარჯვებით დასრულდა (3:1).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული