"ბუნჩულა ჰარი კეინი" - ჟურნალისტებმა "ტოტენჰემის" ფორვარდის ორეულს მიაგნეს

AutoSharing Option
ინგლისელმა ჟურნალისტებმა ლონდონის "ტოტენჰემის" ფორვარდის, ჰარი კეინის ორეულს მიაგნეს. ქალაქ მიდლსბროს მკვიდრი, 28 წლის  ფილ ფოდენი "დეზების" შემტევს ძალიან ჰგავს.

ფოდენმა თავის თავს "ბუნჩულა ჰარი კეინიც" შეარქვა. ფილი ამბობს, რომ მას ჟურნალისტები განუწყვეტლივ უკავშირდებიან და ეკითხებიან, იცის თუ არა, რომ კეინს ძალიან ჰგავს.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ძალიან სახალისოა და რადგან თავად წონით უფრო მძიმეა, თავს ჰარის უფროს ძმად თვლის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული