ხოსეპ გვარდიოლა: ადრე "უიგანში" მინდოდა თამაში

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "უიგანთან" ინგლისის თასის 1/8-ფინალური მატჩის წინ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

ფეხბურთელის კარიერის დროს, როცა გვარდიოლა "ალ-ახლიდან" წამოვიდა 2005 წელს, მას "უიგანში" სურდა თამაში.

"ეს დიდი ხნის ამბავია. არც ისე კარგ ფორმაში ვიყავი. ახალგაზრდაც არ ვიყავი, როცა "უიგანში" მივედი. მინდოდა კლუბს ავეყვანე, რადგან ინგლისში თამაში მინდოდა, მაგრამ საჭირო დონეზე თამაშს უკვე ვერ ვახერხებდი. "უიგანი" ჭკვიანურად მოიქცა, საკმარისად კარგი არ ვიყავი", - აღნიშნა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული