"ჩელსიმ" ინგლისის თასზე "ჰალი" გაანადგურა და "ბარსელონასთან" შესახვედრად ემზადება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის თასის 1/8 ფინალში "ჩელსიმ" "სტემფორდ ბრიჯზე" 4:0 დაამარცხა "ჰალი". დუბლი ვილიანმა მიითვალა, თითო-თითო გოლი კი პედრომ და ჟირუმ გაიტანეს. ეს ჟირუს პირველი გოლია ახალ გუნდში, რომელსაც საგოლედ ასევე ახალწვეულმა ემერსონმა უპასა.

ნამატჩევს "არისტოკრატების" მენეჯერმა ანტონიო კონტემ თქვა, რომ კარგად ითამაშეს, მთავარია შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, თან რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა, ახლა უნდა ჩამოყალიბდეს 3 დღეში ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" ვინ ათამაშოს და ამას გარდა, ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა უწევთ მანჩესტერულ გუნდებთან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული