იანვარში პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად სერხიო აგუერო დაასახელეს

AutoSharing Option
იანვარში პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი სერხიო აგუერო დაასახელეს.

კუნმა გასულ თვეში ინგლისის ჩემპიონატზე 5 გოლი გაიტანა და მათ შორის "ლესტერთან" მატჩში პოკერი შეასრულა.

სულ სერხიომ პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების 22 შეხვედრაში 21-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი (4-ჯერ პენალტით) და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული