ჯო ჰარტი ზაფხულში ახალ გუნდს მოძებნის

AutoSharing Option
ლონდონის "ვესტ ჰემისა" და ინგლისის ნაკრების მეკარე ჯო ჰარტი მომავალი სეზონისთვის ახალ გუნდს მოძებნის. ამის შესახებ ინგლისური პრესა იუწყება. 30 წლის კარის დარაჯის საკონტრაქტო უფლებები ამჟამად "მანჩესტერ სიტის" ეკუთვნის, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და ჰარტიც თავისუფალი აგენტი გახდება.

თავის მხრივ, გამოცდილი მეკარის შენარჩუნების სურვილი "ჩაქუჩების" მთავარ მწვრთნელ დევიდ მოიესსაც არ აქვს. მისი დამატების მზადყოფნას კი "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი" და "არსენალი" გამოთქვამენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული