კონტეს რეაქცია, როდესაც მოურინიოს ავტოგრაფით "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური მიაწოდეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთხელ ჟოზე მოურინიოს სთხოვეს, "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურზე ავტოგრაფი დაეწერა. მან ეს გააკეთა და მხოლოდ ამის შემდეგ ნახა, რომ მაისურზე ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს სახელი იყო დაწერილი.

კონტეს პრესკონფერენციაზე კი იტალიელ სპეციალისტს "წითელი ეშმაკების" მაისური გადასცეს, სადაც ჟოზე მოურინიოს ხელმოწერა იყო.

შეგახსენებთ, რომ "ლურჯები" პრემიერლიგის ლიდერ "მანჩესტერ სიტის" 19 ქულით ჩამორჩებიან და მე-4 ადგილზე არიან, ხოლო მეორე პოზიციაზე "მანჩესტერ იუნაიტედია". მოურინიოსა და კონტეს გუნდს შორის სხვაობა სამი ქულაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული