პოჩეტინოს წუწუნმა გაჭრა - "როჩდეილის" სტადიონზე ახალ საფარს აგებენ

AutoSharing Option
მაურისიო პოჩეტინოს "ტოტენჰემმა" გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან" დამაკმაყოფილებელ შედეგს მიაღწია. დღეს კი ინგლისურ პრესაში არგენტინელი დამრიგებლისთვის კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა.

18 თებერვალს "დეზები" FA CUP-ზე "როჩდეილს" დაუპირისპირდებიან და სამხრეთამერიკელმა რამდენიმე დღის წინ დაიჩივლა, რომ ამ კლუბის სტადიონზე საშინელი საფარია და იქ თამაში უბრალოდ შეუძლებელიაო.

ამის შემდეგ "როჩდეილმა" ახალი საფარის დასაგებად 500 000 ფუნტი გამოჰყო და როგორც გუნდის დირექტორი კრის დანფი აღნიშნავს, გაზონი აბსოლუტურად იდეალურ მდგომარეობაში იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული